saqarTvelos karsti - TekenTeris karstruli Wa

 

კარსტული ჭა ცაგერის მუნიციპალიტეტში, ხვამლის კირქვულ მასივზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 1620 მ-ზე, ადგილ თეკენთერთან. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ჭა 16 მ სიღრმისაა. უფრო ღრმად ვრცელდება ნახევრად წყლით ამოვსებული ჰორიზონტალური გვირაბი. ჰავა სტატიურია. გვირაბში დაგუბებული წყლის სიღრმე 3-4 მ-ია. ფსკერზე გამდინარე ცივი და ანკარა წყალი გამოიყენება სასმელად. თეკენთერის ჭაში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ წიფლის ხის ფუღუროში შესვლით. ჭა წიფლის გაგრძელებაა ქვემოთკენ, წიფლის ფესვები ჭის კედლებშია გადგმული.